воскресенье, 3 ноября 2013 г.

მეხუთე მოდულის შეჯამება

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.დრო ისე გავიდა რომ ვერც კი გავიგეთ.ვისწავლეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება,უკუკავშირის გამოყენება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად.
თუ როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში
დიდი მადლობა ჩვენს დაუღალავ ტრენერს ხათუნა ციხელასვილს

суббота, 2 ноября 2013 г.

მე-4 მოდულის შეჯამება

დღეს შევისწავლეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა.

განვიხილეთ როგორ დამეხმარება შესწავლილი საკითხი სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.
გავეცანით მოსწავლეთა მიერ შესრულებულ დავალებებს,აღვწერეთ სასწავლო პროცედურები და გავეცანით საუკეთესო ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს.

пятница, 25 октября 2013 г.

პირველი დღე
მიმოვიხილეთ კურსის თითოეული მოდული,ეს კურსი დამეხმარება სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.
ამ ტრენინგზე შეძენილ უნარებს გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
მადლობა ხათუნა ციხელაშვილს

მეორე დღე
გავეცანით.თუ როგორ კეთდება პუბლიკაციები.განვიხილეთ პროექტის გეგმა,პროექტის დაგეგმის ეტაპები: კონკრეტული სასწავლო მიზნების ჩამოყალიბება,მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხების ფორმულირება,შეფასების გეგმის შედგენა,აქტივობების შედგენა.
ხათუნა ციხელაშვილის წყალობით არცერთი საკითხიარ რჩება ბუნდოვანი,მადლობა.

მესამე დღე
დავსახეთ მისაღწევი მიზნები და მოსალოდნელი შედეგები,განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები(ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი).დავიწყე პროექტზე მუშაობაზე ფიქრი.

მეოთხე დღე
დავიწყე ინტეგრირებული პროექტის ჩამოყალიბება და ორგანიზება,მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად მოვიფიქრეთ შეფასების ფორმები, მოვამზადე პროექტის პრეზენტაციის მონახაზი.
დიდი მადლობა ტრენერს ხათუნა ციხელაშვილს